სიახლეები

გრძელდება ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინაცია

გრძელდება ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინაცია. მეორე დოზისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22.

შეგახსენებთ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ახლა უკვე 45 წლის და უფროს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ასტრაზენეკა ვექტორული ვაქცინაა. ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები განსხვავდება ჩვეულებრივი ვაქცინებისგან იმით, რომ  არ შეიცავს ანტიგენებს. ვექტორული ვაქცინები იყენებენ მოდიფიცირებულ, სხვა ვირუსს (ვექტორს) რომელსაც მიაქვს ინფორმაცია ადამიანის უჯრედში. ვაქცინა იწვევს ძლიერ  იმუნურ რეაქციას და ანტისხეულების წარმოქმნას. არ იწვევს COVID-19-ს ან ვექტორად გამოყენებული ვირუსით დაავადებას.
ვირუსული ვექტორის ვაქცინებია: University of Oxford/AstraZeneca; CanSino; Gamaleya Research Institute; Janssen Pharmaceutical Companies
Made on
Tilda